კომპანია "სენსესი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის შესწავლა სარეალიზაციოდ აქტუალური პროდუქციის მოძიების მიზნით;
** ბაზარზე ეფექტური ფასისა და ხარისხის ძიება;
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკება/ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფა;
** განსახორციელებელი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის კოორდინაცია;
** დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ოპერატიული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარის მქონე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
** მისამართი: ბათუმი, ნონეშვილის N 77.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათითურთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr.sensestextile@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!