ბათუმში, კომპანია "iSpace" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
iSpace - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც ქალაქ ბათუმში, სავაჭრო ცენტრ Metrocity-ში გაიხსნება.
თუ გსურს გახდე Apple-ის პროდუქტების ექსპერტი, გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებლებთან უცხო ენებზე კომუნიკაცია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკის მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია apple-ის პროდუქციის მახასიათებლების გარჩევა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა.
ყოველთვიური ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გაყიდული პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად.
სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 სთ.
თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, CV მოგვაწოდე ელ. ფოსტაზე: hr@asbc.ge, სათაურის ველში მიუთითე: iSpace გაყიდვების კონსულტანტი ბათუმში.
თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა, რეზიუმეს შესაბამის, ვაკანტურ პოზიციაზე.