www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: Coffee Star
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ქოფი შოპების ქსელი "Coffee star", აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის #1, სათაო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00, შაბათი ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: 900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვაკანსიის ტექსტის მომზადება/განთავსება
** ტალანტების ძიების მეთოდების განსაზღვრა.
** შერჩევის პროცესების დაგეგმვა და მართვა.
** თანამშრომელთა გაცდენების, დაგვიანების, ცვლების ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.
** Payroll-ის წარმოება
** ხელშეკრულებების გაფორმება
** სამოტივაციო სისტემის შექმნა.
** თანამშრომლების შენარჩუნებისთვის სტრატეგიის შემუშავება.
** სარეზერვო ბაზის შექმნა.
** საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რითეილის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო გამოწვევებს

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@coffeestar.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის). კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |