www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Communal Sololaki
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სასტუმრო "Communal Hotel Sololaki" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თქვენი როლი კომპანიაში: პასუხისმგებელი იქნებით მიიღოთ და განათავსოთ სტუმრები სასტუმროს ყველა სტანდარტის დაცვით და გათვალისწინებით. მიაწოდოთ სტუმარს ინფორმაცია ყველა არსებულ სერვისისა თუ მომსახურების შესახებ, აქციოთ მათი სტუმრობა დაუვიწყარი.

მართვითი პასუხისმგებლობა:

** Check in/ Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება.
** ონლაინ პლატფორმებისა და ტელეფონის ჯავშნების მართვა, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
** სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებ-გვერდისა და სხვა სოციალური პლატფორმების მეშვეობით. (Facebook, Instagram, Booking.com, Expedia.com)
** სასტუმროს შესახებ ყველა ინფორმაციის გადაცემა სტუმრებისთვის და ასევე, ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიღება და ჩანიშვნა მათგან.
** ჩამომსვლელ სტუმრებთან დროული კომუნიკაცია, აეროპორტში დახვედრის შეთავაზება - კვირის ჭრილში სამუშაო ფაილის გაკეთება, სადაც ყველა ეს ინფორმაცია განახლდება.
** სტუმრის მხრიდან საჩივრის გამოკითხვა დროულად და ეფექტურად.
** ყველა საჩივრის კომუნიკაცია მენეჯმენტის გუნდთან, დროულად აღმოფხვრა/გამოსწორება.
** დამლაგებლების ჯგუფთან მუშაობა სწორად, პრიორიტეტების მიხედვით, დარწმუნება რომ ყველა ოთახი დალაგებული და სტანდარტის მიხედვითაა გაწყობილი.
** ყველა ოთახის სტუმრის შემოსვლამდე გადამოწმება/გასწორება სტანდარტზე.
** დოკუმენტებისა და გადახდების მოწესრიგება.
** საუზმის გაშლის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა.
** საუზმის სერვირება.

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური და ქართული ენის ცოდნა არის სავალდებულო. ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ, საინტერესო და დინამიკურ სამსახურს;
** გუნდურ და პროფესიონალურ გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე;
** კომფორტულ და ინდივიდუალურ სამუშაო გრაფიკს (კვირაში 4 დღე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: people@communalhotels.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |