"Craft Wine Bar" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
მოვალეობები: დადგენილი რეცეპტებით მუშაობა, ხარჯების კონტროლი, ინვენტარის კონტროლი, უსაფრთხოება, სანიტარული ნორმების დაცვა.
მართვითი პასუხისმგებლობა:
** პროდუქტის ხარისხი, პროდუქტის განვითარება, პრეზენტაცია და მომსახურება;
** კომპანიის სტანდარტების, ვადების, პრეზენტაციისა და ხარისხის ყველა მიმართულებით დანერგვა, დაცვა, მართვა;
** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა და შესრულება;
** აღჭურვილობის, სამუშაო სივრცეების, პროდუქტების მონიტორინგი, უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად;
** მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსება საჭირო პროდუქტებზე თუ დამხმარე მასალებზე;
** განისაზღვროს პროდუქტის მოწოდების გრაფიკი, მინიმალური და მაქსიმალური შეკვეთის რაოდენობები, საწყობების მართვა;
** გუნდურობა;
** აქტიურად მუშაობა მენეჯერთან, არსებობდეს ყოველდღიური რეპორტინგი არსებულ ყველა საკითხზე.
ფინანსური პასუხისმგებლობა:
** პროდუქტის კონტროლი, ვარგისიანობა, სწორი და დროული ჩამოწერის წარმოება;
** ბიზნესის განვითარების ყველა მიზნის გააზრება და შესაბამისად მუშაობა;
** პროდუქტის დანაკარგების მართვა, სწორი რაოდენობის შეკვეთა, ჩამოსაწერი პროდუქტის სწორ დანახარჯში გაშვება;
** ყოველკვირეული აღწერების გაკეთება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ, საინტერესო და დინამიკურ სამსახურს;
** გუნდურ და პროფესიონალურ გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე;
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: people@communalcompany.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.