შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "ჯითექსი" 14 წელია რაც ბაზარზე ფუნქციონირებს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, OVS, Enza home, Terranova, English Home, Matalan.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება SAP Bisness One-ში;
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების შესყიდვის ოპერაციების ასახვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
** შემოსავლების კონტროლი;
** სალაროების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა.
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
** განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა Excel-ის ზედმიწევნით ცოდნას).
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ამოცანებზე დროული რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:
** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "ბუღალტერი".
წარმატებებს გისურვებთ!