საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე თბილისში.
უბნები: ვაკე, ვერა, საბურთალო
ვაკანტური ადგილი: 3 (კურიერი იმუშავებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ უბანზე)
ძირითადი მოვალეობები:
** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკი: 20-დან 50 წლამდე
** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია ტევადი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00)
** ანაზღაურება გამომუშავებით: 1000-1400
** საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@onway.delivery. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მანქანით მოსიარულე კურიერი".