www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სასტუმროს გაყიდვებზე, შემოსავლების დაგეგმვაზე, გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე;
** რეგულარულად შეისწავლოს სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული ტენდენციები, კონკურენტები;
** შეიმუშაოს, განაახლოს და განახორციელოს კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების ეფექტური გაყიდვების სტრატეგია;
** შეიმუშაოს გაყიდვების გეგმა და უზრუნველყოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი შემოსავლების და მოგების გენერირება;
** ტურისტულ სააგენტოებთან, სხვადასხვა კომპანიებთან კომუნიკაციის და ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარება;
** სისტემატურად და რეგულარულად განახორციელოს გაყიდვების ვიზიტები და სატელეფონო ზარები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან;
** გამოხატოს ინიციატივა და მონაწილეობა მიიღოს ახალი პროდუქტების და მომსახურებების შემუშავებაში ბაზრისა და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |