www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთან-ლაბორანტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" გერმანული ხარისხის სერთიფიცირებული ლაბორატორიაა, რომელიც, საქართველოს 9 ქალაქში წარმოდგენილი 14 ფილიალიალით, პაციენტებს 200-ზე მეტი სახეობის გამოკვლევას სთავაზობს. ლაბორატორია სისტემატიურად იღებს მონაწილეობას როგორც გარე, ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში. ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში ლაბორატორიას ეხმარება RfB (Referenzinstitut fьr Bioanalytik)- გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუიტი. მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკის" ზუსტი შედეგების გარანტია.
ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ექიმ- ლაბორანტის ვაკანსიას.

მდებარეობა: დიღომი, ლუბლიანა
სამუშაო განაკვეთი: 16 საათიანი ან 24 საათიანი მორიგეობები;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაოს აღწერა:

** კლინიკური ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;
** ლაბორატორიაში რეაქტივების ვარგისიანობის კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის სწორად, დადგენილი ნორმების მიხედვით წარმოება;
** სამსახურეობრივი მოვალეობების სათანადო შესრულება, დისციპლინის, სუბორდინაციის და სამუშაო რეჟიმის დაცვა.
** პაციენტებთან ან მათ ინფორმაციასთან ურთიერთობის დროს კონფიდენციალობის, და სამედიცინო ეთიკის ნორმების მკაცრი დაცვა;
** სანიტარული რეჟიმის და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების დაცვა;
** გამოკვლეული მასალის გაუვნებელყოფის შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარება;
** სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
** უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ბიოლოგიური/ქიმიური განათლება (მაგისტრის ხარისხი);
** სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში;
** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა,
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი;

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |