www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

"პრობლემური აქტივების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, შემდგომში დაწინაურების პერსპექტივით.

შპს "პრობლემური აქტივების სააგენტო", რომელიც ბაზარზე არსებულ მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს ემსახურება და ასრულებს შუამავლის როლს დებიტორებსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის, მართავს პრობლემურ აქტივებს და სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას. აქტიურად ეწევა სასარჩელო/სააღსრულებლო საქმიანობას. იცავს დამკვეთის ინტერესებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

ცხელი ხაზი 0322 (52-10-10)

სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: ბონუსური (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები).

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: tamar.lashauri88@gmail.com და გთხოვთ, სათურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/bMVdZoiQpsmJd7f37

ტელ: 568 69 01 48



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |