www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სახურავები.გე
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

"სახურავები.გე" (SAXURAVEBI.GE) ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"სახურავები.გე" არის სამშენებლო მასალების(თუნუქის სახურავების) მწარმოებელი კომპანია. ასევე ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. კომპანიის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე შექმნას და მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია კონკურენტული ფასებითა და სხვა საგარანტიო მომსახურებებით.

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ.თბილისი სპ.კედიას ქ.10

ფუნქციები და მოვალეობები:

** მყიდველებისათვის კომპანიის მიერ წარმოებული da სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება (ამისათვის საჭირო იქნება მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარებას, რომელიც ასევე ანაზღაურებადი იქნება კომპანიის მხრიდან), როგორც ტელეფონით, ასევე, უშუალოდ ოფისში;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება;, დამზადების კოორდინაცია; თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მათემატიკური უნარ-ჩვევები
** კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ასაკი: 20-დან 45 წლამდე

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი
** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე.

უპირატესობა ენიჭებათ მამაკაცებს.

მნიშვნელოვანი მოთხოვნა: პიროვნება უნდა იყოს მონდომებული, ინტერესიანი საქმის მიმართ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო განრიგი: კვირაში ხუთი დღე 9:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: 900 ლარიდან, ამას ემატება ბონუსების სისტემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე: jobroofjob@gmail.com და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის (მაგ.:გაყიდვების კონსულტანტი) სახელწოდება.

ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://saxuravebi.ge/; https://www.facebook.com/saxuravebi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |