საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.
კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკის და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** კამერების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციის მოგროვება, გადამოწმება და რეესტრის წარმოება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული ტექნიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ოპერატიული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა;
** IT ტექნოლოგიების თავდაცვითი და უსაფრთხოების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (LAN, WAN);
** ქსელის დაპროექტების / დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
** 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის რუსული ენაც).
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ლოგიკური აზროვნების უნარი.
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
** სამუშაო საათები: 09:00-18:00.
** უქმე დღე: შაბათი/კვირა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი.