კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს აპლიკაციების სამსახურში, Power BI-ს დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დამკვეთების ანალიტიკური მოთხოვნების შესწავლა;
** Power BI-ს გამოყენებით შესაბამისი რეპორტების შემუშავება/მხარდაჭერა/განვითარება;
** ბიზნეს მოთხოვნების ამოცანის ანალიზში მონაწილეობა;
** პროექტის ფარგლებში დეველოპერული ნაწილის განსაზღვრა და შეფასება;
** განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა;
** პროდუქტების შესწავლა და ექსპერტული ცოდნის განვითარება;
** გუნდის განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** ბიზნეს-აპლიკაციების მიმართულების განვითარების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით);
** აუცილებელია ინგლისური ენა (B2 დონე), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** გამოცდილება SQL-ის და Power BI-ის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბიზნეს აპლიკაციების დანერგვის მიმართულებით;
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ახალი სისტემის/ფუნქციონალის დამოუკიდებლად გარჩევისა და ადვილად ათვისების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანის შესრულების უნარი;
** გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 3 ივლისის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "Power BI-ს დეველოპერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!