სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე ქ. მარნეულში.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
** კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ.;
** მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის კონტროლი;
** ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 2 ივლისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ავტომტვირთავის მძღოლი მარნეული".
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.