www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების განვითარების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Signify
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

Signify აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების განვითარების წარმომადგენლის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებთ ტექნოლოგიები და ამავდროულად ეძებთ შესაძლებლობას განავითაროთ თქვენი პროფესიული უნარები გაყიდვების მიმართულებით მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

Signify-ს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და გაყიდვებში გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ტექნოლოგიები და კარგად გამოსდის ხალხთან კომუნიკაცია.

Signify არის ელექტრონული ხელმოწერების ქლაუდ პლატფორმა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს კონტრაქტინგის პროცესის გაციფრულებაში.

სამუშაოს აღწერა:

** გამავალი ზარების განხორციელება, შეხვედრების ორგანიზების მიზნით;
** შემოსულ ლიდებთან კომუნიკაცია და მათთან შეხვედრის ორგანიზება;
** განხორციელებული საქმიანობის რეპორტინგი.

როგორ კანდიდატს ვეძებთ:

** რომელსაც კარგად გამოსდის ე.წ. Cold call ები;
** რომელსაც შეუძლია სოციალური ქსელებით (LinkedIn) და მეილით ეფექტური კომუნიკაცია;
** რომელსაც აქვს თუნდაც მცირედი გამოცდილება გაყიდვებში

რას გთავაზობთ?

** ფიქსირებული ანაზღაურება;
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრული გარემო;
** კორპორატიული დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო.

როგორი გამოიყურება ერთი სამუშაო დღე?

დასაქმებულის მთავარი ამოცანა იქნება პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია, მათი ინფორმირება Signify -ს პროდუქტთან დაკავშირებით და შეხვედრის ორგანიზება. კომუნიკაცია იქნება როგორც ქოლდ ქლინგის და ლინკედინის საშუალებით, ასევე შემომავალ ლიდებთან. დღის განმავლობაში დასაქმებულს გასახორციელებელი ექნება 50-60 ზარი პოტენციურ კლიენტთან და მისი მუშაობის ხარისხი შეფასდება ჩანიშნული შეხვედრების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 30 ივნისი, 2022.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hello@signify.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |