www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების აღმასრულებელი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აღმასრულებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ეტიკეტის და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის კულტურის დაცვა;
** ჯავშნების მიღება და განთავსება სტუმრის მოთხოვნების მიხედვით;
** სტუმრის შესახებ არსებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვა და წარმოება;
** ჯავშნების ყოველდღიური შემოწმება;
** მიღებული და გაკეთებული ჯავშნების ყველა დეტალის შედარება, ცდომილების თავიდან ასარიდებლად;
** ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება როგორც ახალ ასევე არსებულ პარტნიორ კომპანიებთან;
** სტუმრისთვის სასტუმროს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Opera-ს ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |