www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SMB Account მენეჯერი
მომწოდებელი: სოფთლაინ საქართველო
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "სოფთლაინ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას SMB Account მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანია "სოფთლაინ საქართველო" გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან და არის ერთადერთი IT კომპანია საქართველოში, რომელიც ბრენდის სახით წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებაში და ვთავაზობთ კომპლექსურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, ტექნიკას და მომსახურებას. ჩვენს პორტფოლიოში გვყავს 6000-ზე მეტი მწარმოებელი კომპანია და ვფლობთ წამყვანი ვენდორების უმაღლეს სტატუსებს, კერძოდ - Microsoft LAR (Large Account Reseller) და Azure Expert პარტნიორები, Check Point Software Technologies 4, DELL Technologies Titanium, ESET Corporate Premier რეგიონში ერთადერთი პირდაპირი პარტნიორი, საქართველოში SolarWinds-ის ერთადერთი სერტიფიცირებული პარტნიორი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. დღეს ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა და თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც გატაცებულია თავისი საქმით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აქტიური გაყიდვების წარმოება, ლიდების გენერაცია და მათი შემდგომი დამუშავება;
** არსებულ მომხმარებლებთან მუშაობა, მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და ახალ მომხმარებლებთან ბიზნეს კომუნიკაციის დამყარება;
** მომხმარებელთა კომპანიის ინფრასტრუქტურის და ბიზნესის ანალიზი, პროექტების გენერაცია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
** საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში, ტენდერებში აქტიური მონაწილეობა, კომერციული წინადადების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭებათ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინფორმაციულ ტექნოლოგიებში აქტიური გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ცივი ზარების ტელეფონით განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომერციული წინადადებების და პრეზენტაციების მომზადებაში გამოცდილება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ დიდი ინტერესი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.ge@softline.com არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |