www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მიმღები
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700 - 950 ლარი;
** ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება FIFO-ს წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით;
** ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი;
** ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის პროდუქციით მომარაგება.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები".

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |