www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აქტივების რეალიზაციის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას აქტივების (ავტომობილების) რეალიზაციის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში, კომპანიის სათავო ოფისში.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმური რეპორტების წარმოება Excel-ში;
** ყოველდღიური მუშაობა პროგრამა LMS-ში;
** საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, მოძიება, ფაილინგი;
** სატელეფონო კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** ავტომობილების გადმოყვანა კომპანიის ავტოსადგომზე (ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** Excel-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** ავტო-სატრანსპორტო საშუალებების საბაზისო ცოდნა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2022 წლის 2 ივლისი, 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე "მისოსგან" შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: vacancy@mbc.com.ge ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |