კომპანია "პიელ ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ოფისი- ვაკე, ფალიაშვილის 39/ ან ნუცუბიძის მე-4 პლატო.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 ადგილზე; შაბათი 10:00-15:00 (ონლაინ).
ანაზღაურება: 1000-2000 ₾.
მოვალეობები:
** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** შესყიდვების ოპერაციების აღრიცხვა;
** სასაქონლო მატერიალური ნაშთების პროგრამული კონტროლი;
** სპეციფიკაციების და კალკულაციების აღრიცხვა-მონიტორინგი;
** მზა პროდუქციის მარჟების კონტროლი;
** ნედლეულის შემოსავლების აღრიცხვის კონტროლი;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** საბაჟო დეკლარაციების, გამარტივებული დეკლარაციების დამუშავება, აღრიცხვა, კონტროლი
აუცილებელი მოთხოვნა:
** საბუღალტრო პროგრამა Info და Balance-ის ცოდნა;
** აუცილებელია საბაჟო დეკლარაციების მონიტორინგის კონტროლის ცოდნა
** აუცილებელია ვალუტებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური, ეკონომიკური/ბუღალტრული მიმართულებით;
** წარმოების სფეროში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა;
** Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** სხვა კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა;
გამოაგზავნეთ CV pielnaturalsteam@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.