შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის შოურუმში, შემოსული მომხმარებლისთვის საჭირო ზეთის და ფილტრის დროული მოძიება,
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის ასახვა პროგრამულად;
** რეალიზაციის ზრდაზე მაქსიმალური ზრუნვა;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
** ყოველი თვის დასაწყისში ინვენტარიზაცია და შედეგების მიწოდება ბუღალტრისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა;
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა).
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსების მოქნილი და ეფექტური სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა.
განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge და მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.