კომპანია "citrus.ge" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება;
** სოციალური მედია არხებისთვის;
** ვებ-გვერდისთვის;
** სხვადასხვა ციფრული არხებისთვის;
** საბეჭდი მასალების ვიზუალური მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის პროცესში ჩართვა ვიზუალური კონტენტის განსაზღვრის მიზნით და შემდგომში შესაბამისი დიზაინების შექმნა.
ძირითადი მოთხოვნები:
** Adobe Photoshop საბაზისო დონეზე;
** Adobe Illustrator საბაზისო დონეზე;
** ვიდეო სამონტაჟო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური;
** კრეატიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მენეჯმენტი.
პირობები:
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, დასვენების დღე: შაბათი და კვირა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით (700-1000 ლარამდე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ პირადი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@citrus.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.