www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფუთვების ოსტატი
მომწოდებელი: Mari`s Wrapping
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"Mari`s Wrapping" აცხადებს ვაკანსიას შეფუთვების ოსტატის თანამდებობაზე.

"Mari`s Wrapping" არის ბრენდირებული შეფუთვების კომპანია, რომელიც 2016 წელს დაარსდა და უწყვეტად ფუნქციონირებს. ჩვენი ძირითადი დანიშნულებაა საჩუქრების შეფუთვა. თუმცა ასევე ვყიდით შესაფუთ მასალებსა და აქსესუარებს.

პოზიციის მიმოხილვა:

"შეფუთვების ოსტატი" არის ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი. რადგან იგი იქნება სტენდში მარტო და მიიღებს მომხმარებლებს. მასზე იქნება მეტწილად დამოკიდებული ჩვენი ბრენდის მომსახურების ხარისხი, რასაც ამდენი წელია სტაბილურად ვინარჩუნებთ. სტენდთან მოსულ მომხმარებელს შეუფუთავს საჩუქარს ან მიჰყიდის ჩვენ პროდუქციას. ასევე, ყურადღებას მიაქცევს პადზე ონლაინ შემოსულ შეკვეთებს.

ვეძებთ თანამშრომელს, ვისაც:

** მოსწონს საჩუქრების შეფუთვა;
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არის აქტიური და ღიმილიანი;
** შეძლებს ინგლისურად მინიმალურ კომუნიკაციას პროდუქტის გაყიდვის პროცესში.

ბენეფიტები:

** მეგობრული სამუშაო გარემო;
** მშვიდი და დადებითი სამსახური;
** როდესაც მომხმარებლები არ იქნებიან შეძლებთ სწავლას, კითხვას…;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

ადგილმდებარეობა: სავაჭრო-ცენტრ "ჰოუმმარტში" (ჭავჭავაძის გამზ. 37ლ).

პირობები:

** სამუშაო საათები: 10:30-დან 21:30-მდე.
** გრაფიკი: მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი სურვილით ავაწყოთ გრაფიკი.
** ანაზღაურება დღეში: ფიქსირებული 20 ლარი (ხელზე ასაღები) + იმ დღის შემოსავლის 5% (საშუალოდ ეს იქნება 25-დან 35-ლარამდე დღეში).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: mariswrapping@yahoo.com.
საკონტაქტო ტელეფონი: 591 711444

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი სოც. ქსელში: https://www.facebook.com/mariswrapping/ .



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |