www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი / საზაფხულო სკოლის კოორდინატორი
მომწოდებელი: საერთაშორისო ბიზნეს სკოლა
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"საერთაშორისო ბიზნეს სკოლა" ფუნქციონირებს სამეგრელოში, რომლის მიზანია ახალგაზრდების თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ინოვაციური და სამეწარმეო უნარების ჩამოყალიბება, ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება.

ორგანიზაციაში ფუნქციონირებს ინგლისური ენის შემსწავლელი, მათემატიკისა, ქართული ენა-ლიტერატურისა და წიგნიერების კლუბები. ტარდება თემატური საკვირაო და საზაფხულო სკოლები.

"საერთაშორისო ბიზნეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების მენეჯერისა და საზაფხულო სკოლის კოორდინატორის პოზიციებზე.

1. გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება/ მომხმარებლების დაინტერესება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
** პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
** სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

ანაზღაურება: 550 ლარი + ბონუსი
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, 5 სთ

2.საზაფხულო სკოლის კოორდინატორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საზაფხულო სკოლის პროგრამის დაგეგმვა და შესაბამისი აქტივობების განხორციელების კოორდინირება
** მოზარდებისთვის ვორქშოფების მომზადება, ორგანიზება
** პროგრამაში ახალგაზრდა მოხალისეების ჩართვა და მათი მუშაობის კოორდინირება
** პროგრამის მენეჯერთან კოორდინაციაში ახალგაზრდებზე მიმართულ აქტივობებზე ყოველთვიური ბიზნეს გეგმის შემუშავება და განხორციელება
** პრეზენტაციების მომზადება (Power Point)
** პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით ახალგაზრდებთან დაგეგმილი აქტივობების და ღონისძიებების წარდგენა
** მარკეტინგის გეგმის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)
** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება პროგრამის კოორდინირებაში, ტრენინგების ორგანიზებასა და წარმართვაში
** სასურველია მუშაობის გამოცდილება ახალგაზრდებთან და მოზარდებთან

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** შემოქმედებითობა;
** როგორც გუნდში, ასევე, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;

ანაზღაურება: 580 ლარი
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე

ადგილმდებარეობა: ზუგდიდი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tatkvara12@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 579 13 72 52



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |