www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** შეკვეთების მიხედვით მომხმარებლების პროდუქციით მომარაგება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;

მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 27.
** სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ორშაბათი-შაბათი 09:00 - 18:00სთ. დასვენება კვირა დღე.
** ანაზღაურება: 1000 (ათასი) ლარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |