სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ბათუმში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 12:00 - 19:00 სთ. კვირაში 1 დასვენების დღე. შესვენება დღეში 1 საათი.
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში, მუშაობის დაწყებიდან ერთი თვე: 150 ლარი;
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდის შემდეგ, მუშაობის დაწყების მეორე თვიდან: 430 ლარი + ბონუსი (ჯამში საშუალოდ 550 ლარი).
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!