"შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი" აცხადებს ვაკანსიას Back End დეველოპერის თანამდებობაზე.
დანაყოფი: საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველოს I განყოფილება
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 2000-5000 ლარამდე (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 7 დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
** ენა: სახელმწიფო ენის ფლობა;
** განათლება: უმაღლესი.
სამუშაო გამოცდილება:
** Java ან Node.js პროგრამისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** რელატიურ და არარელატიურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება - GIT;
** RESTful web services.
უნარ-ჩვევები:
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი მოთხოვნები
** Docker;
** Spring Framework (Spring Data, Spring Boot, Spring Security), Hibernate, JPA;
** JavaScript, HTML, CSS;
** ReactJS, ExtJS;
** Linux-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
** "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბერი №337 დადგენილება;
** "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №963 ბრძანება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავება;
** პერსპექტიული ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიზი;
** პროგრამირების სფეროში დაკისრებული ამოცანების შესრულება;
** პროექტების არქიტექტურის შემუშავება;
** ჯუნიორ დეველოპერებისთვის code review-ს გაკეთება.
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე/CV;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სპეციალური კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და სპეციალური შემოწმება.
შენიშვნა: გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება CV-ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს შევატყობინებთ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.
აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://hr.police.ge/select-vacancies/
CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: HR.vacancy@mia.gov.ge. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.