saxuravebi.ge აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია არის თუნუქის სახურავების მწარმოებელი კომპანია. ასევე ეწევა სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ.თბილისი კედიას ქ.10 (წერეთლის გამზირ # 55 თან).
ფუნქციები და მოვალეობები:
** შეკვეთის შესასრულებლად პროდუქციის დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტვირთების დაცლა დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული საქონლის დათვლა-დასაწყობება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
** განვითარების, ახლის ათვისების სურვილი;
** განათლება (საშუალოზე მაღალი)
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** მართვის მოწმობა;
** ასაკი 20-დან 50 წლამდე.
სამუშაო გრაფიკი: დილის 9 სთ-დან - საღამოს 18- სთმდე, დასვენების დღე კვირა.
ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკებისა და გამოცდილების შესაბამისად. 800 ლარიდან ხელფასის მატების პერსპექტივით. იქნება გამოსაცდელი პერიოდი.
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: jobroofjob@gmail.com და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის(მაგალითად: წარმოების დამხმარე თანამშრომელი) სახელწოდება.
ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს: http://www.nsc-roofs.ge ან http://www.saxuravebi.ge