www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო (ქოლის) გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 14 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება სოციალური ქსელითა და სხვა დისტანციური არხებით.
** პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და მისოს პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება.
** სოციალურ ქსელში პროფილი/გვერდი/ჯგუფის შექმნა და მისი აქტიურობის ზრდის უზრუნველყოფა.
** დისტანციური არხების მიხედვით მოძიებულ კლიენტთა ბაზის წარმოება და განახლება;
** მომხმარებლის საჭიროების ანალიზი და მასზე ორიენტირებული შეთავაზების გაკეთება;
** ყოველთვიური სატელეფონო გაყიდვების მიმართულების გაყიდვების გეგმის შესრულება.
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და შედეგებზე;
** დასახული გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ქოლ-ცენტრში.

უნარ-ჩვევები:

** სოციალური ქსელების მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** სირთულეებთან გამკლავებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივლისი 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე "მისოსგან" შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |