www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

Veli.Store არის ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდზე შეიძინონ წვრილი ტექნიკა, საოჯახო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, წიგნები, საკანცელარიო პროდუქცია და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სამყაროში კომფორტულ ცხოვრებას აადვილებს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდები. ჩვენ გამოგვარჩევს მომხმარებელზე ორიენტირება, მომსახურების მაღალი ხარისხი და სწრაფი და იაფი მიწოდება.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მომხმარებლებს ჰქონდეთ სწრაფი წვდომა მათთვის სასურველ პროდუქტებზე, არამედ შევქმნათ სასიამოვნო და ზრდაზე ორიენტირებული გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

veli.store-ს გუნდი ეძებს კატეგორიის მენეჯერს (წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით).

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი კატეგორიის ფარგლებში;
** მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი ბრენდების მოძიება ასორტიმენტის განახლების მიზნით;
** მოცემული კატეგორიის პროდუქციის ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** აქციების დაგეგმვა და ორგანიზება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა; (1C, word, excel);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კატეგორიის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |