www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ლოჯისტიკის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ აუცილებლად დასაქმდებით.

ანაზღაურება: სტაჟირების შემდეგ საწყისი ხელფასი 600 (ექვსასი) ლარი.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:30 სთ. შაბათ-კვირა დასვენება, შესვენება დღეში 1 საათი.

სტაჟირების პერიოდში შეისწავლით:

** შეკვეთების რეალიზაციაში გადატანას;
** შეკვეთის გაფორმებას;
** შეკვეთების უკან დაბრუნებას;
** შემოსავლების გვერდზე( RS.GE-ზე) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვას/კორექტირებას;
** ბაზების მუდმივი განახლებას და კონტროლს;
** Microsoft Office-ში მუშაობას;
** 1C პროგრამას და პროგრამაში მუშაობას.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |