www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მძღოლ-ექსპედიტორის (C კატეგორია) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი (პროდუქციის მითვლა);
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორია. უპირატესობა მიენიჭება თუ ასევე ექნება C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
** პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 595399993

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A Group"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში: "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A Group"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A Group"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A Group"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "G&A Group"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "G&A Group"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |