www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ელიავა

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კუთვნილ ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
** სამუშაოს ხარისხიანად შესრულების მიზნით სამეურნეო/ჰიგიენური ნივთების საწყობიდან დადგენილი წესის მიხედვით მოთხოვნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

სამუშაო პირობები:

** განრიგი: 09:15-18:15
** დასვენების დღეები: კვირა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
თიმ ბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |