www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

შპს "მაქსიმა" (ავეჯის აქსესუარებისა და მასალების კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში (2 ვაკანტური ადგილი).

სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე

შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა:

** საწყობში საქონლის და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება დადგენილი წესების შესაბამისად;
** შეკვეთების მომზადება-გაშვება, ფაქტურის შესაბამისად დანიშნულების მიხედვით;
** წუნდებული საქონლის აღრიცხვა;
** საწყობში პროდუქციის შესაბამისი სქემის მიხედვით განთავსება;
** საწყობში არსებული შიდა განაწესის მიხედვით საქმიანობის შესრულება (საქონლის უსაფრთხოდ განთავსება, ჰიგიენის დაცვა და ა.შ);
** საწყობში აღწერაში მონაწილეობა;
** სხვა საქმიანობა რაც წარმოიშობა სამუშაო პროცესში;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** შრომისმოყვარეობა და მოწესრიგებულობა;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მათემატიკური ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები CV შემდეგ მისამართზე: info@maxima.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "საწყობის თანამშრომელი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |