www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 15 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის თერთმეტ ქალაქში 17 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მისოს სახელით (მათ შორის პრობლემური კლიენტების მიმართ) სასამართლოში სარჩელების აღძვრა და წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
** მისოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე მისოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (სხდომებზე წარმომადგენლობა, შეგებებული სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, ყველა ინსტანციის შესაგებლების, ყველა სახის საჩივრების, განცხადებების და შუამდგომლობების ფორმირება და წარდგენა სასამართლოში);
** ვადაგადაცელებული ფულადი ვალდებულებების ამოღების მიზნით, წარმომადგენლობა ნოტარიუსებთან და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიღება, დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამოღების მიზნით, შსს მომსახურების სააგენტოში გირავნობის მოწმობების მიღება;, ზემოაღნიშნული და სხვა სააღსრულებო დოკუმენტების საფუძველზე მისოს სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყება და აღსრულება, წარმომადგენლობა აღსრულების პროცესში სააღსრულებო ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან.
** სამართლებრივი კუთხით მისოს წარმომადგენლობა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და ნოტარიუსებთან; ასევე მისოს წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, მათ შორის ქ. თბილისის მერიასთან და მის სამსახურებთან;
** მისოს სამართლებრივი უზრუნველყოფა მის სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დასაკუთრების ან/და მისოს მფლობელობაში/საკუთრებაში გადმოცემული უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
აუცილებელია ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ცოდნა;
აუცილებელია საფინანსო სექტორისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
აუცილებელია სასამართლოსა და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობის გამოცდილება;
სასურველია საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი (ან მასთან გათანაბრებული) სერთიფიკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის (ან საერთო) სპეციალიზაციით;
სასურველია პირადი ავტომობილის და მართვის უფლების ფლობა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი, 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: vacancy@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |