მოგესალმებით, კომპანია "Sky Kings", რომელიც ახორციელებს პარაპლანით ფრენას 5 წელია და ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ბაზარზე თავისი კრეატიული გუნდით და პროფესიონალი პილოტებით, ეძებს პრომო გოგონას/ბიჭს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ვინაიდან გუდაური-ყაზბეგი ერთ-ერთი ძალიან მრავალფეროვანი ტურისტული ზონაა ზამთარსა თუ ზაფხულში და ჰყავს ძალიან ბევრი ტურისტი, ჩვენ ვმუშაობთ წელიწადის 4-ვე სეზონზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენა
** რუსული ენა
** ენერგიული
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლიანი
** მხიარული
** კრეატიული.
ზამთრის და ზაფხულის სამუშაო ლოკაცია სხვადასხვაა:
** ზამთარში ვმუშაობთ პირველ და მეორე საბაგიროსთან ახალ გუდაურში
** გაზაფხული-ზაფხული და შემოდგომა - პანორამაზე და სასტარტოზე საიდანაც ვახორციელებთ ფრენებს.
თქვენ უნდა გააცნოთ ტურისტებს "Sky Kings" და შესთავაზოთ ფრენა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ პილოტებთან ერთად ფრენა უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტის დაცვით.
ასევე უნდა აწარმოოთ მონიტორინგი ტურისტულ კომპანიებთან სასტუმროებთან და გიდებთან, რომლებსაც აქვთ ყოველდღიურად გუდაური-ყაზბეგის ტერიტორიაზე ტურები.
პირობები:
** ანაზღაურება: ყოველდღიური, 1500-დან ზევით! დაწინაურების რეალური პერსპექტივით.
** საცხოვრებელს და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია!
** 1 კვირიანი სტაჟირება ანაზღაურებით!
გასაუბრება ჩატარდება ონლაინ.
გამოაგზავნეთ CV მისამართზე: skykingsgeorgia@gmail.com ან დაგვირეკეთ: 591088408
მეტის გასაგებად ჩვენს შესახებ ეწვიეთ: http://www.skykings.ge