www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური აუდიტორის თანაშემწე
მომწოდებელი: აუდიტორული კომპანია TMC
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

აუდიტორული კომპანია "TMC" აცხადებს ვაკანსიას - "ფინანსური აუდიტორის თანაშემწის" პოზიციაზე.

"TMC" აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას: აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საშემფასებლო, საბაჟო-საბროკერო და IT მიმართულებით. გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ მეგობრულ გუნდთან ერთად, თქვენ გექნებათ განვითარების, ცოდნის გაღრმავების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

მოვალეობები: ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:

** ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
** სხვადასხვა ცხრილების მომზადებას MS Excell-ში;
** ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
** გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
** კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების განხრით);
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ან მსგავს პოზიციაზე.
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;
გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 1 თვე;
ანაზღაურება: 1000-1300 ლარი ხელზე და დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური აუდიტორის თანაშემწე" - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე უპასუხებს სავაკანსიო მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |