Rento TMC არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც 3 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. მისი ძირითადი მიმართულებაა კომფორტული და უსაფრთხო სატრანსპორტოსერვისების ორგანიზება საცალო, საერთაშორისო, კორპორატიული და სახელმწიფო პარტნიორებისთვის.
"Rento Group"- ის გუნდი ეძებს სერვის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია
** მძღოლებთან მუდმივი კომუნიკაცია
** ქვეკონტრაქტორების მართვა
** საავტომობილო რესურსების მუდმივი შესწავლა, გაფართოება
** რესურსების მართვა პროტოკოლის მიხედვით
** მძღოლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მართვა
** გუნდის წევრებისათვის დავალებების გადანაწილება, მათი შესრულების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება
** სატრანსპორტო მომსახურების პროცესის სხვადასხვა მიმართულებებში ჩართულობა
** ინვოისების მომზადება, კალკულაცია
** მომსახურების ხარისხის კონტროლი
** ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა - აუცილებელია
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესული გარემოში მუშაობისა და მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი);
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: Rentogroup@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სერვის მენეჯერი".