www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ამწე
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

კომპანია "ამწე" 2016 წელს დაარსდა და აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ტექნიკის იმპორტ-ექსპორტის, რეალიზაციის, იჯარისა და სერვისის მიმართულებებით. ბაზარზე, როგორც საიმედო მომწოდებელი და მომხმარებელთა ერთგული პარტნიორი, თავისი პროდუქციით წარმოდგენილია ქვეყნის ძირითად, თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტში. კომპანიის მთავარი დევიზი - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.amtse.ge

შპს "ამწე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა: ყოველკვირეული, ყოველთვიური და სეზონური ღონისძიებების ორგანიზება;
** მედია არხებზე შესაბამისი სარეკლამო პოსტების განთავსება;
** ინტერნეტ არხებზე რეკლამების გაშვება;
** მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოლიგრაფიული მასალის ელ. ვერსიების შექმნა;
** მედია და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** შესრულებული კამპანიების ანგარიშების მომზადება;
** ადგილობრივი და მსოფლიოს ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების ანალიზი, მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@amtse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა, განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |