www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საკონსულტაციო მომსახურებაზე - პენიტენციური სისტემა
მომწოდებელი: ევროპის საბჭოს ოფისი
თანდართული ფაილი: 78959_coe_tender_prisonhealth_3134552.zip
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

ტენდერი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მიმართულებით ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

პროექტის "ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში" ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანდაცვა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში, განსაკუთრებული აქცენტით ფსიქიკურ ჯანდაცვაზე, ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისები, ზიანის შემცირების მიდგომა, სუიციდის პრევენცია, და ჯანდაცვის უზრუნველყოფის მონიტორინგი.

წინამდებარე ტენდერი დაყოფილია შემდეგ ლოტებად:

ლოტი 1: პოლიტიკური, სამართლებრივი და ოპერაციული კონსულტირება დამნაშავეთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად
ლოტი 2: დამნაშავეთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ პროფესიული შესაძლებლობების განვითარება, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად
ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ივნისი. განაცხადი და ყველა დამატებითი საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: PolicePrisons.Projects@coe.int. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: "Tender - Prison Healthcare in Georgia - National Consultants". სხვა მისამართზე გაგზავნილი განაცხადები ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 6 (ექვსი) სამუშაო დღით ადრე, შემდეგ მისამართზე: PolicePrisons.Projects@coe.int. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: "Questions - Prison Healthcare in Georgia - National Consultants".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |