www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსფარმი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას, შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა, გეგმის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, კორექტირებების ასახვა საჭიროების შემთხვევაში;
** ციფრული მარკეტინგის გეგმის შემუშავება, გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა და მონიტორინგი;
** სოციალურ მედიაში აქტივობების და მიმართულების წინასწარ განსაზღვრა და კოორდინირება, შესრულების მონიტორინგი; სოც მედია ჯგუფებისთვის აქტივობების გეგმის შედგენა და განხორციელების მონიტორინგი;
** დიზაინერთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალების შემუშავებაში ჩართულობა;
** PR აქტივობების დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
** რადიო განთავსებების კოორდინირება, დაგეგმარება და კონტროლი.
** პროცესის პერიოდული შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დროული განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** ორგანიზაციის პორტფელის შემადგენელი პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი;
** საცალო სამომხმარებლო მისტიური მომხმარებლის კვლევასა და ორგანიზაციის მიერ მარკეტინგული მიზნით დაგეგმილი კვლევის დაგეგმარებასა და კოორდინირებაში აქტიური ჩართულობა; კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის;
** ბაზრის მოთხოვნების მუდმივ იდენტიფიკაციაზე ზრუნვა და შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაციების ღონისძიებების შემუშავება/ორგანიზება;
** გეგმის განხორციელებაში ჩართული მესამე მხარისთვის ტექნიკური დავალების ფორმების შემუშავება დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად, მოლაპარაკების წარმოება, შერჩეულ კომპანიასთან პროდუქტის შექმნის პროცესის კოორდინირება;
** წინასწარ გათვალისწინებული KPI-ს და გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** ხელმძღვანელი პირის/პირებისთვის პერიოდული რეპორტინგი.
** კონტროლი და ხარისხიან შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი) ან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით;
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით, სასურველია სტრატეგიულ კომუნიკაციებში;
** ინგლისური ენა B2 დონე; რუსული ენა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და პროექტის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV-ები შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინა სახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |