www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

"ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის თანამდებობაზე.

"ბაზარი ორბელიანზე" არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას, ეს იქნება თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოლმეურნეობის მოედანი, ვეკუას 3ა

თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიების/ივენთების გეგმის და კონცეფციების შემუშავება და განხორციელება
** ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ღონისძიების ბიუჯეტის შედგენა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკება.
** სპონსორებთან მოლაპარაკება;
** ლოგისტიკის მართვა;
** ბრენდინგისა და კომუნიკაციის მართვა;
** ღონისძიების გამოხმაურების გამოკითხვების შემუშავება;
** ნებართვების მიღება;
** ღონისძიების შემდგომი ანგარიშების დამუშავება;
** დაუკავშირდით მოვაჭრეებს, გამოფენებსა და დაინტერესებულ მხარეებს ღონისძიების დაგეგმვის პროცესში;
** საჭიროების შემთხვევაში ღონისძიების რესურსების აუთსორსინგის უზრუნველყოფა და ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან ურთიერთობა;
** ღონისძიების კალენდრის შექმნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ღონისძიების კოორდინატორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან სტუმართმოყვარეობის სფეროში;
** კომუნიკაციისა; მარკეტინგის ან პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ენები: ინგლისური - თავისუფლად, რუსული - კარგად
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები, შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@bazari.ge და საგნის ხაზში მიუთითეთ პოზიციის სათაური, "ივენთ მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ივლისი. გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ბაზარი ორბელიანზე" არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |