კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს HR რეკრუტერის პოზიციაზე სამუშაოდ!
მდებარეობა: თბილისი (ბელიაშვილის 145)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვაკანსიის ტექსტის მომზადება & განთავსება;
** შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევა;
** პირველადი გასაუბრების ჩატარება;
** ყოველთვიური რეპორტინგი & პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!