www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექვაირინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთ ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ექვაირინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ტრანზაქციების პროცესინგის მოწყობილობების (POS, PinPad) პროგრამული გამართვა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის
** POS-ტერმინალზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ტესტირება
** შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზება და ვადების მკაცრად დაცვა
** POS-ტერმინალების სავაჭრო ობიექტებში გადანაწილებისთვის საჭირო სამუშაოს ხარისხიანად შესრულება
** ტერმინალების და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან ტექნიკური საკითხების გარკვევა
** ტერმინალებზე არსებული ტექნიკური ხარვეზების მოგვარებაში აქტიური მხარდაჭერა
** ტერმინალებისა და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება
** ტერმინალების ფუნქციონირების ობიექტებზე საკონტროლო შემოწმების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ახალი საქმიანობისა და პროდუქტების შესწავლის სურვილი და მზაობა
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე
** ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევა რუსულ და ინგლისურ ენაზე (სასურველია).

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 27 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |