"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის (სამედიცინო და არასამედიცინო ნარჩენები) პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქციები:
** სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების გატანა;
** სამუშაო ურიკების მოწესრიგება;
** ნარჩენების ოთახების დალაგება;
** დასუფთავებასთან დაკავშირებული დავალებების ხარისხიანად შესრულება, ჰოსპიტლის სტანდარტების შესაბამისად;
** ჰოსპიტლის ინვენტარის დეზინფიცირება ჰოსპიტლის სტანდარტების მიხედვით;
** სანიტარული ნორმების დაცვა როგორც სამუშაო ტერიტორიაზე, ასევე პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ პერიმეტრზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფიზიკური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.