"მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** ფორმა 2-ის მომზადება;
** კალენდარული გეგმა-გრაფიკის მომზადება;
** განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან;
** ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით;
** შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველი სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით);
** გრაფიკული პროგრამების (ArchiCad, AutoCad) ცოდნა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები).
პროფესიული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** პროფესიული განვითარების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** ანაზღაურება: 2500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@monolith.ge. დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.