www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაური" აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრის და მათი გაცილების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** სტუმრების ბარგის ოთახებში მიტანის უზრუნველყოფა;
** ფოიესა და ბარგის ოთახში სისუფთავის დაცვა;
** ბარგის ურიკის მოვლისა და დასუფთავების უზრუნველყოფა.
** სასტუმროს პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა გამართულად საუბარი ქართულ ენაზე ( სასურველია ინგლისურის და რუსულის სალაპარაკო დონეზე ცოდნა);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასტუმროსა ან/და რესტორანში;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - გუდაური;
** ანაზღაურება კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით;
** სრული სამუშაო განაკვეთი (ცვლებში მუშაობა);
** სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
** საცხოვრებლით (არაადგილობრივი კანდიდატებისთვის) და კვებით უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@marcopolo.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |