www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი
მომწოდებელი: Askgov.ge
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

ფორსეტი "Askgov.ge"-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის ყოველთვიურ კონკურსში მონაწილეების მიღებას იწყებს. კონკურსის საწყისი საპრიზო ფონდი 3500 ლარია.

კონკურსი თანაბრად ღიაა დამწყებებისთვის და პროფესიონალებისთვის - შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის კონსულტაციები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევების მქონე მონაწილეებს. კონკურსის საპრიზო ფონდი რამდენიმე გამარჯვებულზე განაწილდება.

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების გაზრდილ შესაძლებლობებს გთავაზობთ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

რას მოიცავს კონკურსი?

მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:

** ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
** სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
** ანიმაციურ გიფს;
** სხვას.

ვიზუალიზაციის შესაქმნელად, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ხელსაწყო გამოიყენოთ, მაგალითად Piktochart, Canva, Adobe Illustrator, Tableau, Adobe Premiere და ა.შ.

როგორია ფორმატი?

კონკურსი ერთი თვის მანძილზე, ონლაინ ფორმატში გრძელდება და ხუთ ძირითად ეტაპს მოიცავს:

I - რეგისტრაცია, askgov.ge-ზე არსებულ მონაცემების გაცნობა და ვიზუალიზაციის თემის შერჩევა.
II - ონლაინ ინფო სესია.
III - სასწავლო რესურსების გაგზავნა მონაწილეებთან.
IV - მენტორობის სესიები, სადაც პროგრესს გაუზიარებთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღებთ რჩევებს მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
V - პრეზენტაციები და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენა.

დავინტერესდი… როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის, შეავსე განაცხადი: https://forms.gle/xURt6gLuJBw6JMQm6

დამატებითი კითხვებისთვის, დაგვიკავშირდით: ჯუბო ბერიძიშვილი jubo@forset.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |