www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: Green Cat
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

ვებ სტუდია "Green Cat" (http://www.greencat.ge/) ეძებს გუნდის ახალ წევრს დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებით.

ჩვენი კომპანია დაარსდა 2012 წელს და მუშაობს ქართული ბაზრის საშუალო და მსხვილ კომპანიებთან. პორტფოლიოში გვყავს ბრენდები: TBC Bank, Pepsi, Axis Towers, Adjarabet, ახალი ნათება, Tegeta Motors, Vardzia Resort, King David Residence, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი და სხვა.

პარალელურად ვაპირებთ რამდენიმე მსხვილი საკუთარი პროექტის ჩაშვებას და შენი ცოდნა, გამოცდილება და კრეატიული მიდგომა გვჭირდება ამ მიზნების მისაღწევად. თუ შენ ცხოვრობ დიჯიტალ მარკეტინგით, ყოველთვის ეცნობი სიახლეებს და მაქსიმალურად სწრაფად იყენებ ახალ მიღებულ ცოდნას, მაშინ ჩვენი ვაკანსია შენთვისაა. გაეცანი პირობებს და გამოგვიგზავნე რეზიუმე.

პირობები:

** დისტანციური სამუშაო გრაფიკი;
** გამოსაცდელი ვადა 1-2 კვირა (დამოკიდებულია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე);
** სახელფასო განაკვეთი 2500 ლ + გამჭვირვალე საბონუსე სისტემა: 10% ყველა პროექტიდან;

მოთხოვნები:

Google და Yandex სისტემების ცოდნა:

** Adwords, Direct - კონტექსტური რეკლამის გაშვება / მონიტორინგი / ოპტიმიზაცია;
** Adsense და მსგავს სარეკლამო სივრცეებში რეკლამის გაშვება / მონიტორინგი;
** Analitycs, Metrika - ანალიტიკის შესწავლა / დამუშავება / მონიტორინგი;

SMM და SMO მარკეტინგის ცოდნა:

** Fb, In, in, yb სარეკლამო კამპანიების გაშვება, მონიტორინგი.
** ლიდების გენერაცია;

სეო ოპტიმიზაციის ცოდნა:

** სემანტიკური ბირთვის შედგენა;
** საძიებო სისტემების სტატისტიკასთან მუშაობა;
** სეო ლინკების ტექნოლოგიის ცოდნა;
** ვებ გვერდების ტექნიკური ანალიზი;
** კონტენტის ოპტიმიზაცია / სეო ტექსტების შედგენა;
** ვებ გვერდის სწორი ინდექსაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება (თეთრი ოპტიმიზაცია);
** მეტა ტეგებთან მუშაობა;

Email მარკეტინგი:

** მეილების ბაზების შეგროვება;
** საჭირო ხელსაწყოების, სერვერებისა და სხვა ტექნიკური მონაცემების მოწესრიგება;
** იმეილ მარკეტინგის სტრუქტურისა და კონცეპციის აწყობა;

უპირატესობად ჩაითვლება:

** დამატებითი ედვერთაიზინგ პლატფორმების ცოდნა;
** გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება (Ps, Ai);

რა დაგევალება:

** შეიმუშავებ ციფრულ სარეკლამო სტრატეგიას;
** მონაწილეობას მიიღებ სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში;
** დაგეგმავ და გაუშვებ რეკლამებს facebook ads manager-სა და google ads-ში;
** გაანალიზებ რეკლამების შედეგებს, აუდიტორიასა და კონტენტს (facebook და google analytics) და შემდეგ გუნდში გაგვიზიარებ შენს შეხედულებებსა და მოსაზრებებს;
** მონაწილეობას მიიღებ SEO სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში;
** ჩართული იქნები ახალი სტარტაპების ჩაშვებაში;
** გუნდთან ერთად იმუშავებ ახალი ბიზნეს ნიშების მოძიებაში;

უნარ-ჩვევები:

** რუსული და ინგლისური ენების C1 დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური;
** რთული ამოცანების გადაჭრის მზადყოფნა;
** ინიციატივიანი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

არ ვაქცევთ ყურადღებას:

** უმაღლეს განათლებას;
** სერტიფიკატებს, დიპლომებს, სიგელებს, რეკომენდაციებს;
** გენდერს, ასაკს, ეროვნებას;

აუცილებლად გასათვალისწინებელი ინფორმაცია!

** შერჩეულ კანდიდატებს მივცემთ სატესტო დავალებას;
** თანამშრომლობის შემთხვევაში მკაცრად გავაკონტროლებთ დედლაინებს;
** ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე!

თუ ჩვენი პირობები შენთვის მისაღებია და აღნიშნული ვაკანსია წაიკითხე ყურადღებით, მაშინ წერილის subject ველში მიუთითე "მე მიყვარს ციფრული მარკეტინგი" და გამოაგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე l.khubulia@gmail.com

Green Cat-ელები გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |