www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 18:00-მდე (შაბათი -კვირა დასვენება);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** პროექტის მართვა - ადმინისტრირება;
** პროექტის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** პროექტის განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული შეფასების განხორციელება;
** პროექტის თანამშრომლებზე სამუშაოს გადანაწილება, მათი დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში დროული რეაგირება;
** პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა, ბიუჯეტის მართვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
** ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის ეტაპებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ფლობა, აკადემიურად წერის უნარი;
** პროექტების მართვის, საპროექტო წინადადებების შემუშავების, პროექტების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშების მომზადების 1 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ანაზღაურება: 3 000 ლარიდან - 6 000 ლარამდე. ანაზღაურების ზრდა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |